საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დავით ხურცია ჩაიბარებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დავით ხურცია ჩაიბარებს, – ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით ხურციას არაერთი ტიტულოსანი სპორტსმენი ჰყავს აღზრდილი.

„ეს გამოცდილი სპეციალისტი აქამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. დავით ხურციას აღზრდილი ჰყავს არაერთი ტიტულოსანი სპორტსმენი. მის პირად მოსწავლეებს შორის გამორჩეულები არიან: ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი და ოლიმპიური თამაშების ფინალისტი გივი მაჭარაშვილი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი დათო მარსაგიშვილი, ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური და მსოფლიოს პრიზიორი დავით მოძმანაშვილი და ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე.

დავით ხურციას სანაკრებო დონეზეც ათწლეულების გამოცდილება აქვს. მასთან ერთად, საქართველოს ნაკრები ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები