ვოლსკი – მიხაელ როთზე: ქართულ პოლიტიკაში ასეთი უხეში შემოჭრით, ყველანაირ ნორმას არღვევს; უტიფრობის მწვერვალია, რასაც ის აკეთებს
“ქართულ პოლიტიკაში ასეთი უხეში შემოჭრით ყველანაირ ნორმას არღვევს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საქართველოში მიხაილ როთის ვიზიტს გამოეხმაურა.
„უღირსი საქციელით, თავისი უღირსი განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენა ყველაფერს, რაც ქართულია. მოუწოდებს ხალხს, რომ ისეთი ძალა გამოიყენონ, იქნებ როგორმე სისხლი დაიღვაროს ჩვენს ქვეყანაში. ასეთი უხეში შემოჭრით ქართულ პოლიტიკაში, ყველანაირ ნორმას არღვევს. უტიფრობის მწვერვალია, რასაც ის აკეთებს და რაც მთავარია საზოგადოებას ჯახისკენ წამოაბოდებს, რომ როგორმე იქნებ ეს საპროტესტო მუხტი რევოლუციურ ქმედებებში გადაიზარდოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში მორიგ ვიზიტს აანონსებს.