“უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უკრაინის კანონის მუხლებში ცდილობს, მოძებნოს გამართლება, თუ რატომ არ უნდა წავიდეს მისი 18 წლის შვილი ომში უკრაინის დასაცავად” – პაპუაშვილი

“2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ საკუთარ შვილს ომში მოხალისედ წასვლა “ძლივს გადააფიქრებინა”.

“შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, ვისაც უკრაინის ხელისუფლებამ მებრძოლების გაგზავნა მოსთხოვა.

როდესაც ამაზე უარი მიიღო, საპასუხოდ, კულებამ უკრაინის ელჩი გაიწვია, აქაურმა ოპოზიციამ და ენჯეოებმა კი რუსთაველზე საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომლის მოთხოვნა, რუსეთის სანქცირებასთან ერთად, ხელისუფლების ორგანიზებით ქართველების ომში გაგზავნა იყო. იმ აქციებისას მაშინდელი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ წარმოთქმული ფრაზა კი – “ბომბებით გამოწვეული წვა მირჩევნია, მთავრობის უარით განცდილ სირცხვილს” – ისტორიას დარჩა.

ახლა კი უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უკრაინის კანონის მუხლებში ცდილობს, მოძებნოს გამართლება, თუ რატომ არ უნდა წავიდეს მისი 18 წლის შვილი ომში უკრაინის დასაცავად.

საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სარგებელზე უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა დანილოვმა, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეშივე ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ საქართველო მისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყოს დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა, რადგან რუსეთს “საქმე გამოუჩნდებოდა გარდა იმისა, რომ უკრაინული ქალაქები და სოფლები გაენადგურებინა და უკრაინელი ბავშვები და ქალები დაეხოცა”.

მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნით საქართველოზე ზეწოლა, უკრაინის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. თუმცა, როგორც ჩანს,

ზოგიერთს კანონები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც საქმე არა სხვა ხალხს, არამედ საკუთარ შვილს ეხება”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები