საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი 6 560.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 7.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16 868.7 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 8.1 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წელს 10 308.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები