2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა; „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სარჩელი ოთხი ოპოზიციური პარტიისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ ჯაშუშურ ქსელში ჩართვისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ბრალდებით – როგორც ჩანს, საპარლამენტო ოპოზიციის თავზე ცა იქუფრება, რადგან მმართველი გუნდი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას იწყებს, საზოგადოებრივი მოძრაობები კი ოპოზიციის ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებას მოითხოვენ.
თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი და საკმარისზე მეტიც უნდა იყოს იმისთვის, რომ ამ საკითხებმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვიოს, მაგრამ როგორც ჩანს პროცესი უფრო შორს წავა და თუკი პირველ ეტაპზე, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობის უმძიმესი ბრალდება, სავარაუდოდ, მხოლოდ პოლიტიკოსებს შეეხებათ, არაა გამორიცხული, რომ ანალოგიური ბრალი იმ ბიზნესმენებსაც წარედგინოთ, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში არიან შემჩნეული.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ეს პროცესი შეეხება, სავარაუდოდ, თემურ ჭყონია იქნება, სკანდალურად ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკურ პროცესებში განსაკუთრებით აქტიურად არის ჩართული და რომლის განცხადებებიც, როგორც წესი, სრულ კოორდინაციაში იმ პოლიტიკოსების განცხადებებთან, რომელთაც საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობას ედავებიან.
ჭყონიას ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე ეს არცაა გასაკვირი, რადგან ის უფრო და უფრო აქტიურად ცდილობს პოლიტიკაში ჩართვას და ქვეყნისთვის საზიანო ინტერესების გატარებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვაგვარად როგორ აიხსნება მისი განცხადებები, რომ ერთი მხრივ ქართული სასამართლო სისტემაა მიკერძოებული და უმეტეს შემთხვევაში სუბიექტურ გადაწყვეტილებებს იღებს, მეორე მხრივ კი სახელწმიფო სამაგალითოდ სჯის ახალგაზრდებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და პროტესტს გამოხატავდნენ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად?!
საქართველოს პარლამენტის წინ გამართული აქციები მშვიდობიანი რომ არ იყო, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება, რადგან დადასტურებული ფაქტია. დადასტურებულია ისიც, რომ აქციის მონაწილე ახალგაზრდების მოძალადე ნაწილი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს თავს ესხმოდნენ და ლამის სასიკვდილოდ იმეტებდნენ.
ამ ახალგაზრდების ნაწილი, თავისდა უნებურად, შესაძლოა საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამდნენ წყალს, რადგან „სასარგებლო იდიოტების“ როლს ასრულებენ, ნაწილი კი შესაძლოა სრულიად გაცნობიერებულად მონაწილეობდეს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია – თემურ ჭყონიას, გამოცდილ ბიზნესმენს და წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ ფიგურას შესანიშნავად ესმის, თუ რა „თავისუფლებას და ევროინტეგრაციას“ იცავდნენ დაკავებული ახალგაზრდები, მაგრამ მსგავს ანგაჟირებულ განცხადებებს, ცხადია რომ შეგნებულად აკეთებს იმ გარე ძალების დავალებით, ვის სასარგებლოდაც მოქმედებს.
გარემოებებიდან გამომდინარე, გავიხსენოთ მისი სხვა განცხადებებიც. თემურ ჭყონია ამაყობს, რომ მის კომპანიებს ბიუჯეტში ასობით მილიონი ლარის გადასახადი შეაქვთ; კიბატონო, ასეთი რამ ნებისმიერი ბიზნესმენისთვის გამოდგებოდა თავის მოსაწონებელ არგუმენტად, მაგრამ ჩნდება სავსებით ლოგიკური, თუმცა კი რიტორიკული კითხვა – ნუთუ თემურ ჭყონიას არ რცხვენია იმის, რომ ამ შემოსავალს ჩვენი საზოგადოების ძარცვისა და მოწამლული პროდუქციის გაყიდვის ხარჯზე იხდის?!
ყველას კარგად გვესმის, რომ „კოკა კოლა“-ს და „მაკდონალდისის“ პროდუქციის ხარისხის გადამოწმების შემთხვევაში, ისინი უბრალოდ ასაკრძალია, იმდენად დიდი ზიანი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
გარდა ამისა, ზემოხსენებული წყაროსავე ცნობით, თემურ ჭყონია აქტიურად არის ჩართული ნარკოტრეფიკის კოორდინაციის სფეროში, რაც მისი შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, თუმცა, ბუნებრივია, მტკიცებულებების გარეშე ამ თემაზე არგუმენტირებულად ვერ ვისაუბრებთ.
სამაგიეროდ, იმაზე კი დანამდვილებით შეგვიძლია საუბარი, რომ ჭყონია თავისი „მაკდონალდსით“ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილში, ჩვენს პატარებში, ლგბტ პროპაგანდას ეწეოდა, ანუ პირდაპირ მონაწილეობდა არასრულწლოვანთა გარყვნაში.
აი, ამ ყველაფრით იწონებს თავს და ამაყობს თემურ ჭყონია, რომელიც გაფორმდა ჯაშუშად ქვეყნისა, რომლის სახელმწიფო ინტერესები დღეს საქართველოს სუვერენიტეტს არ ითვალისწინებს, ქვეყნისა ვისგანაც ჭყონიას საკუთარი ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელი ლიცენზიები აქვს მოპოვებული, ლიცენზიები, რომლითაც ფიზიკურად წამლავს საქართველოს მოსახლეობას.
როგორც ჩანს, თემურ ჭყონიამ იმდენად დაკარგა რეალობის შეგრძნება, რომ მისი წარმომავლობისთვის ასე დამახასიათებელი სიფრთხილის გრძნობაც კი ვერ ეხმარება სწორად და ადეკვატურად მოქმედებაში. ან, მეორე მხრივ, შესაძლოა ეს იმის ბრალიც იყოს, რომ უცხოელი პატრონები, ვის ინტერესებსაც ატარებს, საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმების გზაზე, ვა-ბანკზე არიან წასულები.
სულ ბოლოს კი აღვნიშნოთ ისიც, რომ თუკი თემურ ჭყონიასთან დაკავშირებული ინფორმაცია დადასტურდა, გამორიცხული არაა, რომ მისი ბედი სხვა ბიზნესმენებმაც გაიზიარონ, იმ ადამიანებმა, რომლებიც წლებია რაც საქართველოს წინააღმდეგ, უცხო ქვეყნის/ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ და ამის დასაფარად თავი ბიზნესისთვის აქვთ შეფარებული.