ხორვატიაში არჩევნები მოქმედმა პრეზიდენტმა მოიგო
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი ლიდერობს,- ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ზორიან მილანოვიჩმა ხმების 74 პროცენტზე მეტი აიღო, ამ დროისთვის კი დათვლილია ხმების 98,65%.
არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 44.15% შეადგინა.
ცნობისთვის, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის პოლიტიკური დაპირისპირებაა ქვეყნის შიდა საკითხებსა და საგარეო კურსთან დაკავშირებით. კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს კანონებზე ვეტოს დადების უფლება, ასევე არ შეუძლია გავლენა მოახდინოს საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის და უშიშროების საკითხებზე.
ასევე, მილანოვიჩს კრიტიკული დამოკიდებულება აქვს უკრაინის საკითხზე. ის არ ემხრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ.