რესტორან „ბაბილოსთან“ კვლავ დაძაბული ვითარებაა
რესტორან “ბაბილოსთან” აქციის მონაწილეები კვლავ დააკავეს.
აქციის მონაწილეები მოსამართლეების პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაყვანას პროტესტით შეხვდნენ, რამაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
პარალელურად, რესტორან “ბაბილოსთან”, მოსამართლეების კორპორაციული წვეულება გრძელდება. მოსამართლეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა ტერიტორია. აქციის მონაწილეები რესტორნის მიმართულებით კვერცხებს ისვრიან.
რესტორნის შენობის უკანა შესასვლელთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან განლაგებულნი.