ბრაზილიაში მეწყერს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა. კოკისპირული წვიმის შედეგად მოწყვეტილმა მიწის მასამ, სულ მცირე, 10 ადამიანი შეიწირა.

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მინას-ჟეირასის შტატში მოხდა.

შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ დაკარგულების პოვნას.

უსახლკაროდ დარჩენილებისთვის ეწყობა თავშესაფრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები