“ოპოზიციასთან მიტმასნილი “მოლაპარაკე თავები” გვატენიან მოსაზრებას, რომ რუსთაველზე საპროტესტო აქციები არის “ახალი სამოქალაქო საზოგადოების” დაბადება” – ზაალ ანჯაფარიძე
“ოპოზიციასთან მიტმასნილი “მოლაპარაკე თავები” გვატენიან მოსაზრებას, რომ რუსთაველზე საპროტესტო აქციები არის “ახალი სამოქალაქო საზოგადოების” დაბადება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.
“გუშინ და წინა დღეებშიც მთელმა საქართველომ თვალნათლივ იხილა, თუ რას წარმოადგენს ეს “ახალი სამოქალაქო საზოგადოება,” რა ღირებულებებით ცხოვრობს, თუკი საერთოდ აქვთ ღირებულებები და საერთოდ რით სუნთქავს.
ჩემი აზრით, “ახალი სამოქალაქო საზოგადოება” კი არა, ძალიან სახიფათო ახალი სოციალური ვირუსის შტამი გაჩნდა ქვეყანაში, უფრო სწორად გარედან შემოტანილი შტამი. საჭმელ-სასმელში ჩაფურთხება, სახელმწიფო სიმბოლოებზე დაშარდვა და სხვა საძაგლობები, არ არის ჩვენი, ეს იქიდან მოსულია.
სამწუხაროდ, ჯერ არ ჩანს ამ ვირუსის ეფექტურად სამკურნალო საშუალებები. და დანარჩენ საზოგადოებას, ვისაც ეს ვირუსი ჯერ არ შეხებია, საფიქრალი აქვს, თუ რა მოიმოქმედოს მისგან თავის დასაცავად”, – წერს ანჯაფარიძე.