სადაზვერვო სამსახურის ანგარიში: 1000-ზე მეტი კენიელი რუსეთის მხარეს უკრაინის ომში საბრძოლველად მიიტყუეს

კენიის სადაზვერვო სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მოქმედმა ტრეფიკინგის ქსელმა 1000-ზე მეტი კენიელი უკრაინაში რუსეთის მხარეს საომრად მოტყუებით წაიყვანა.

სადაზვერვო სამსახურის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის მხარეს სულ მცირე ერთი კენიელი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე სხვა სამშობლოში დაჭრილი ან ტრავმირებული დაბრუნდა.

“სახელმწიფო უწყებების მოხელეების გარკვეული ჯგუფი ტრეფიკინგის ქსელებთან თანამშრომლობდნენ და კენიელებს რუსეთ–უკრაინის ომში მოტყუებით აგზავნიდნენ”,- განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა კიმანი იჩუნგვაჰმა.

მანვე, ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ქსელის წევრები ნაირობიში რუსეთის საელჩოსა და მოსკოვში კენიის საელჩოს თანამშრომლებთან თანამშრომლობდნენ, რათა რეკრუტებს რუსული ვიზების მიღებაში დახმარებოდნენ.

სადაზერვო ანგარიშის თანახმად, კენიელებს სხვადასხვა არასაბრძოლო საქმიანობის სანაცვლოდ თვეში 2 400 დოლარამდე ანაზღაურებას და 6 200-8 300 დოლარის ფარგლებში ბონუსის შესაძლებლობას ჰპირდებიან. თუმცა, რუსეთში ჩასვლის შემდეგ, მრავალი მათგანი მინიმალური სამხედრო მომზადებით ფრონტის ხაზზე საბრძოლო როლებში აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები