დავით მათიკაშვილი: კორუფციის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღება არის იმ დანაპირების შესრულების შესაბამისი ნაწილი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ისევე როგორც მთლიანად სახელისუფლებო რგოლმა საზოგადოებას მისცა
“კორუფციის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღება არის იმ დანაპირების შესრულების შესაბამისი ნაწილი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ისევე როგორც მთლიანად სახელისუფლებო რგოლმა საზოგადოებას მისცა,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” აქვს ამბიციური გეგმა, რომ საქართველო იყოს მსოფლიო ქვეყნების სამეულში კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის თვალსაზრისით.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ბრიფინგი. აქ მინდა ხაზი გავუსვა იმ მოცემულობას, რომ „შუა რგოლთან“ დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად გამორჩეულად არის ალბათ ყურადსაღები ჩვენი საზოგადოებისთვის ამ ბრძოლის მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ საქართველო იყოს სამეულში მსოფლიო ქვეყნების კორუფციასთან წარმატებული ბრძოლით დაწინაურებული. რა თქმა უნდა, ყველა რგოლთან, ამ შემთხვევაში ვისაუბროთ „შუა რგოლთან“ მიმართებით, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო არის და იქნება უკომპრომისო.
დღეს ჩვენ გაფრთხილება მოვისმინეთ სუს-ის უფროსის პირველი მოადგილისგან, რომ ყველა გაფრთხილდეს, ჰქონდეს სათანადო ყურადღება და აღიქვას რეალურად ის მნიშვნელოვანი და უკომპრომისო სურვილი სახელმწიფოსი, რომ ყველა დონეზე აღკვეთოს კორუფცია. „შუა რგოლში“ კორუფციის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღება არის იმ დანაპირების შესრულების შესაბამისი ნაწილი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ისევე როგორც მთლიანად სახელისუფლებო რგოლმა საზოგადოებას მისცა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.