აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორს შეხვდა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორს სალიჰ ოზერს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მოქმედი პროგრამები (სოფლის მეურნეობის და სამეწარმეო ბიზნესსუბიექტების მხარდაჭერა), თანამშრომლობის შესაძლო სფეროები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.

ღონისძიების ბოლოს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები