მარიამ ლაშხი: ყულევი არის შავ ზღვაზე ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ნავთობის ტერმინალი
“ყულევი არის შავ ზღვაზე ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ნავთობის ტერმინალი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის შუა დერეფნის როლის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის,” – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
„გვთხოვს უმაღლესი წარმომადგენლები სანქციების მიმართულებით ჩამოსული, როგორც აშშ-დან ინგლისიდან, ევროკავშირიდან და გვახსოვს ასევე სალივანისა და ო’ბრაიანის განაცხადი, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებდა იმ ძირითად პრინციპებს, რაც არის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის დაუშვებლობა“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყულევის პორტის დასანქცირებას უჭერს მხარს.