„ყველანაირი ტყუილი მოიფიქრეს იმისთვის, რომ გაეშავებინათ გამჭვირვალობის ის უმარტივესი კანონი და ისიც იკადრეს, რომ რაღაც „რუსული“ იარლიყი მიეწებებინათ” – მაჭავარიანი

“ევრობიუროკრატებისთვის მდიდარი „ენჯოები“ უბრალოდ ინსტრუმენტი არიან იმისთვის, რომ ქვეყანაში რაღაც პროცესებზე იქონიონ გავლენა და ასევე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური აზრის ფორმირებაზე იქონიონ გავლენა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

ის აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, მაიკ ბენცის განცხადებას გამოეხმაურა.

„ყველანაირი ტყუილი მოიფიქრეს იმისთვის, რომ გაეშავებინათ გამჭვირვალობის ის უმარტივესი კანონი და ისიც იკადრეს, რომ რაღაც „რუსული“ იარლიყი მიეწებებინათ. თუმცა, რაც დრო გადის, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მაიკ ბენცმა განაცხადა: „ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი, თუმცა, 15 თვის წინ, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების მიღების გამო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები