არჩილ გორდულაძე – კილაძეზე: წლებია ის სიცრუეს იყენებს, იმისთვის რომ გააშავოს ადამიანები და შემდეგ ამ ყველაფრით საკუთარი კეთილდღეობა ააწყოს

“წლებია ის სიცრუეს იყენებს, იმისთვის რომ გააშავოს ადამიანები და შემდეგ ამ ყველაფრით საკუთარი კეთილდღეობა ააწყოს,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზების მცდელობები არ არის ახალი საზოგადოებისთვის.

“წლებია ის სიცრუეს იყენებს, იმისთვის რომ გააშავოს ადამიანები და შემდეგ ამ ყველაფრით საკუთარი კეთილდღეობა ააწყოს. სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზების მცდელობები არ არის ახალი საზოგადოებისთვის. არაერთხელ გვინახავს მცდელობები, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულებს, საქმეებს არქმევენ პოლიტიკურ საქმეებს, შემდეგ ვხედავდით სასამართლოების, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები