ჯონ ქერი: საერთაშორისო თანამეგობრობა სეპარატისტების „არჩევნებს“ არ აღიარებს

 

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დონბასში „არჩევნების“ ჩატარების და რუსეთის მხრიდან მათი აღიარების გეგმებით არის შეშფოთებული. ქერის განცხადებით, ეს მინსკში მიღწეული შეთანხმებების დარღვევად ჩაითვლება. „ეს იმ ვალდებულებების ცხადი დარღევევა იქნება, რომლებიც რუსეთმა და სეპარატისტებმა საკუთარ თავზე მინსკის შეთანხმებების მხარდაჭერით აიღეს“, – განაცხადა ქერიმ. სახელმწიფო მდივნის აზრით, „შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება სეპარატისტების არჩევნებს იქამდე არ აღიარებს, სანამ ისინი დონბასის ცალკეული რაიონების სატატუსის შესახებ სპეციალური კანონის ფარგლებში არ ჩატარდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები