„დარჩება თუ არა “რესპუბლიკური პარტია” კოალიცია “ქართულ ოცნებაში” – ხმალაძის განცხადება

დარჩება თუ არა “რესპუბლიკური პარტია” სამომავლოდ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ეს მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
“ეს ყველაფერი დამოუკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები. განცხადება რატომ გაკეთდა, ჩანს განცხადებიდან – არსებობს რაღაც პრობლემები, რომლებიც საჭიროა გადაიჭრას. რაღაცეები უნდა მოხდეს სხვაგვარად. არის ის ეტაპი, როცა საჭიროა ასეთი დემოკრატიული ურთიერთობის დამკვიდრება. ეს წერია ამ განცხადებაში. მას, მეც ვაწერ ხელს, როგორც “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი”, – აღნიშნა ხმალაძემ.
“რესპუბლიკური პარტია” კოალიცია “ქართული ოცნების” ეფექტიანობის გაზრდის მიზნით პარტნიორებს ორ შესაძლო გზას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარია “რესპუბლიკური პარტიის” განცხადებაში, რომელიც მან მომდევნო ორი წლის პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ გუშინ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები