რუსეთთან „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების გაფორმებას ოკუპირებული ცხინვალიც გეგმავს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთთან „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების გაფორმებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებაც გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტი დამუშავების პროცესშია და წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, მზად იქნება.
ამასთან, ბიბილოვის განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან უფრო ფართო ინტეგრაციას გეგმავს, ვიდრე ეს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტშია გაწერილი.
„ხელშეკრულების იმ ვარიანტში, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოსაწერად მზადდება, სამხრეთ ოსეთის ხალხის ყველა მოლოდინი, მისი მისწრაფება რუსეთის ფედერაციასთან ასახული არ არის“, – განაცხადა ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები