უკრაინაში კვლავ იაცენიუკის „სახალხო ფრონტი“ ლიდერობს

უკრაინის არჩევნებში კვლავ იაცენიუკის პარტია „სახალხო ფრონტი“ ლიდერობს. დამუშავებულია ელექტრონული პროტოკოლების 98%.
უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამუშავებულია ელექტრონული პროტოკოლების 97.83 %. ოფიციალური მონაცემებით, კვლავ არსენი იაცენიუკის „სახალხო ფრონტი“ ლიდერობს. პარტიამ ხმების 22.17% დააგროვა, „პეტრე პოროშენკოს ბლოკმა“ კი – 21.82% დაიმსახურა. რაც შეეხება გაერთიანება „სამოპომიჩს“, მას 11.01% აქვს, „ოპოზიციურ ბლოკს“ – 9.35%, ოლეგ ლიაშკოს რადიკალურ პარტიას – 7.44%, „ბატკივშინას“ კი 5.68%. ბოლო მონაცემებით, პარტია „სვობოდამ“5 %-იანი ბარიერი ჯერ კიდევ ვერ გადალახა. მან ხმების 4.72% დააგროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები