NASA-ს კოსმოდრომიდან გაშვების დროს რაკეტა-გადამზიდავი Antares აფეთქდა (ვიდეო)

რაკეტა-გადამზიდავი Antares ამერიკულ გემ Cygnus-თან ერთად NASA-ს კოსმოდრომიდან ჩაშვების დროს აფეთქდა. რაკეტის გაშვების ამსახველი ვიდეომასალა NASA-ს ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადიოდა. აფეთქება კი სტარტის შემდეგ მალევე, ადგილობრივი დროით 18:23 მოხდა. აფეთქების შედეგად არვინ დაზარალებულა, – განაცხადეს NASA-ში.
სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, გამშვები მოედანი საკმაოდაა დაზიანებული, გემი Cygnus დანგრეულია.
NASA-ს განცხადებით, კატასტროფის მიზეზების დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნება. გარდა ამისა, შემთხვევის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას მიაწოდეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=NCWunnJXdm0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები