ზამბიის პრეზიდენტი ლონდონში გარდაიცვალა

ზამბიის პრეზიდენტი მაიკლ ჩილუფია სატა ლონდონში გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის დედაქალქში პრეზიდენტი სამკურნალოდ იყო ჩასული. კონკრეტულად რა პრობლემები ჰქონდა ზამბიის 77 წლის ლიდერს, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ წინა თვეში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიას პრეზიდენტი სატა ვერ დაესწრო. ნიუ-იორკის სასტუმროში, მის ნომერში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექიმები გამოიძახეს. მათ პრეზიდენტი საავადმყოფოში გააგზავნეს. მანამდე კი სატამ, რომელიც 3 თვის განმავლობაში არ ჩანდა საზოგადოებაში, ლუსაკაში პარლამენტის სესია გახსნა და განაცხადა, რომ ჭორები მისი გარდაცვალების შესახებ ნაადრევია.
ზამბიის პრეზიდენტის მაიკლ ჩილუფია სატას გარდაცვალების შემდეგ მის მოვალეობებს, სავარაუდოდ, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი გაი სკოტი შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები