ჩრდილო კორეელი ჩინოვნიკები სამხრეთ კორეული სერიალების ყურებისთვის დასაჯეს

სამხრეთკორეული სააგენტოს „რენხაპის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში 50 ხელმძღვანელი პირი სიკვდილით დასაჯეს. სამხრეთკორეული სააგენტოს ცნობით, დასჯის მიზეზი ჩინოვნიკების მიერ სამხრეთკორეული ტელესერიალების ცქერა და მექრთამეობა გახლდათ.
დასავლური მედიასაშუალებების ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე მასობრივი სიკვდილით დასჯის შემთხვევები, სახელმწიფო თანამდებობიდან გასულ წელს სიკვდილით დასჯილი დიქტატორის ბიძის ჩან სონ თხეკის მომხრეების „გაწმენდის“ საშუალებას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები