ჰიუ ჯეკმანი კანის კიბოს ებრძვის

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰიუ ჯეკმანი საავადმყოფოში კიდევ ერთხელ მოხვდა. მსახიობი კანის კიბოსგან იკურნება და უკვე მესამე ოპერაციის გადატანა მოუხდა. 46 წლის ავსტრალიელი მსახიობის წარმომადგენლის განცხადებით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ჰიუ ჯეკმანი თავს კარგად გრძნობს. ჰიუ ჯეკმანმა მედიკოსებს ამ პრობლემის გამო გასული წლის ნოემბერში და ამა წლის მაისში მიმართა. ორივე შემთხვევისას მსახიობს სიმსივნური წარმონაქმნი მოაჭრეს, რომელიც ცხვირზე წამოიზარდა. მაისში ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ჯეკმანმა განაცხადა, რომ დაავადებასთან ბრძოლა არ დამთავრებულა. „მე რეალისტურად ვუყურებ მომავალს და, როგორც ჩანს, მინიმუმ კიდევ ერთი, შესაძლოა, მეტი ოპერაციის ჩატარება მომიხდეს“, – განაცხადა კინოვარსკვლავმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები