SpaceX-ი მთვარეზე ქალაქის აშენებას გეგმავს

SpaceX-ი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მთვარესა და მარსზე თვითმდგრადი ქალაქების აშენებას გეგმავს,- ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიის სპეციალისტები უკვე მსგავსი პროექტის დედამიწის თანამგზავრზე განხორციელებაზე არიან ორიენტირებულნი.

„SpaceX ასევე მიზნად ისახავს მარსზე ქალაქის აშენებას და ამას დაახლოებით ხუთიდან შვიდ წლამდე დაიწყებს“, – წერს მასკი.

მან აღნიშნა, რომ მარსზე ფრენები მხოლოდ იმ პერიოდებში იქნება შესაძლებელი, როდესაც მზის სისტემის პლანეტები სწორად განლაგდებიან – ყოველ 26 თვეში ერთხელ. ამ შემთხვევაში მოგზაურობა ექვს თვეს გაგრძელდება.

თავის მხრივ, მთვარეზე რაკეტების გაშვება შესაძლებელია ყოველ 10 დღეში ერთხელ, ორდღიანი ფრენის ხანგრძლივობით. SpaceX-ის დამფუძნებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ იქნება იქ ქალაქის აშენება გაცილებით სწრაფი, ვიდრე მარსზე. მისი შეფასებით, ეს უკანასკნელი 20 წელზე მეტს მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები