სირიაში ქურთმა მეამბოხეებმა 9 „ბოევიკი“ გაანადგურეს
ქურთი მეამბოხეები „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ თავდასხმას პასუხობენ. ბრძოლა სირიის ქალაქ კობანის აღმოსავლეთით მიმდინარეობს. გაზეთ „Al-Watan“-ის ცნობით, მეამბოხეებმა ალყაში მოქცეული 9 ექსტრემისტი გაანადგურეს. რამდენიმე კი ტყვედაა აყვანილი. შეგახსენებთ, რომ ქურთების ადმინისტრაციული ცენტრი ალყაში 40 დღეზე მეტხანს იმყოფება. ორივე მხარის დანაკარგი 800 ადამიანს აჭარბებს. მოსახლეობის უმეტესობა (200 000 ადამიანზე მეტი) თურქეთში გადავიდა.
როგორც ცნობილი გახდა, ერაყელმა ქურთებმა თურქეთის ტერიტორიის გავლით კობანის დამცველებს იარაღი გაუგზავნეს. კონვოი ადგილზე დღეს უნდა ჩავიდეს. მას თან 155 მებრძოლე ახლავს. კობანიში იარაღის გარდა სატვირთო, საბრძოლო და სასწრაფო დახმარების მანქანები ჩავა.