ირინა იმერლიშვილი: აფხაზებისთვის კონკრეტულ შეთავაზებებს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები გაახმოვანებენ
უშიშროების საბჭოს მდივანი არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებთან მიმართებაში კიდევ ახალი კონკრეტული შეთავაზებები გაკეთდეს. ირინა იმერლიშვილის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაგეგმილ ღონისძიებებს, რომელიც დაიგეგმება, დროთა განმავლობაში თავად პრეზიდენტი და მთავრობის წარმომადგენლები გაახმოვანებენ.
“იქნება კონკრეტული შეთავაზებები, ღონისძიებები, რომელსაც დროთა განმავლობაში გაახმოვანებენ პრეზიდენტი, მთავრობის წევრები. დაველოდოთ მოვლენებს”, – აღნიშნა იმერლიშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ უშიშროების საბჭოს სხდომას, იმერლიშვილის შეფასებით, ის კონსტრუქციულ ფორმატში წარიმართა.
“უშიშროების საბჭოს სხდომა წარიმართა ძალზე კონსტრუქციულ ფორმატში. როგორც პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა და პარლამენტის წევრებმა განიხილეს აფხაზეთში შექმნილი ვითარება, რაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ასევე იმსჯელეს მომავალში ღონისძიებების კოორდინირებულად დაგეგმვაზე”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
მისი განმარტებით, პირველი სახის ღონისძიება, რაც დღევანდელ სხდომაზე დაიგეგმა, არის ის, რომ მოხდეს აღნიშნული საკითხის საერთაშორისო ფორმატში აქტიური წამოწევა.