თურქეთში ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის უფროსი ოსმან ილდირიმი დააკავეს

თურქეთში სპეცოპერაციის შედეგად ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის განყოფილების ხელმძღვანელი ოსმან ილდირიმი დააკავეს. თურქული სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელის დაკავება საკუთარ სახლში ანკარის ფინანსური დანაშაულის განყოფილების პოლიციამ განახორციელა.
ილდირიმის დაკავებისას ფინანსურმა პოლიციამ მისი სახლი და პირადი ნივთებიც გაჩხრიკა, რის შედეგადაც ილდირიმის პირადი კომპიუტერის და მეხსიერების დისკების კონფისკაციაც მოახდინეს. მსხვილ ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის ეჭვის საფუძველზე, ილდირიმის გარდა, თურქეთში კიდევ ცხრა პიროვნება დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები