ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მარადონა შეყვარებულს სცემს (ვიდეო)

არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დიეგო მარადონას კრიტიკოსების რიცხვი ერთიორად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტსაშუალებებში სკანდალური ვიდეო გავრცელდა. ვიდეოს კადრები მარადონას შეყვარებული ქალბატონის როსიო ოლივას გადაღებულია და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დიეგოს მიერ როსიოს ცემაა ასახული.
ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ გოგონა მარადონას ტელეფონით იღებდა, რომელიც ამ დროს ტელევიზორში საფეხბურთო მატჩს უცქერდა. ერთ-ერთ მომენტში ფეხბურთის ლეგენდა შემოტრიალდა, და როდესაც დაინახა როსიო ტელეფონით, ძალიან გაბრაზდა: „შენ კიდევ შენს ტელეფონში იცქირები?!“ – გაბოროტებულმა წარმოთქვა დიეგომ. „რა, მე არ შემიძლია ტელეფონში ვიცქირებოდე?“ – შეეპასუხა გაკვირვებული გოგონა. ამ მომენტში მარადონამ როსიოს რამდენჯერმე დაარტყა, რომელიც ემუდარებოდა დაწყნარებულიყო და არ ეცემა. ვიდეო სწორედ ამ კადრებით წყდება.
„მე მხოლოდ ტელეფონი წავართვი რუსიოს და მეტი არაფერი. ინციდენტი ამით დასრულდა“, – სწორედ ასეთი კომენტარი გაუკეთა მარადონამ გავრცელებულ ვიდეოს.

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=G5srymG2AKM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები