იტალიაში რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ფედერალური სააგენტოს ყოფილი უფროსი დააკავეს
იტალიაში საერთაშორისო ძებნილი, რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ფედერალური სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი ბეზდელოვი დააკავეს. იტალიური საინფორმაციოს სააგენტოს ANSA-ს ცნობით, ბეზდელოვის დაკავება რომის პრესტიჟულ სასტუმრო Palladium Palace-ში მოხდა.
ბეზდელოვს ბრალი მსხვილ მაქინაციებში ედება. ერთი წლის წინ ის პოსტიდან მას შემდეგ გაანთავისუფლეს, რაც პროგრამა „სახელმწიფო საზღვრის განვითარებასთან“ დაკავშირებული 150 მილიარდ რუბლიანი მაქინაცია გამოაშკარავდა. ცნობილი გახდა, რომ მათგან 1 მილიარდი რუბლი ბანკ „აგროსოიუზი“-ს ანგარიშზე გადაირიცხა, რომლის ძირითადი ბენეფიციარიც ბეზდელოვის მამა გახლდათ.