ირან-ამერიკის მოლაპარაკებებში მონაწილეობას პაკისტანი მიიღებს
პაკისტანი მონაწილეობას მიიღებს ირან-აშშ-ის დიალოგში,- ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ტაჰირ ანდრაბიმ განაცხადა.
მოლაპარაკებები მიზნად ისახავს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.
ანდრაბის თქმით, პაკისტანი ირან-ამერიკის კონსულტაციებზე მიიწვიეს და ისლამაბადის პოზიცია „მოლაპარაკებების დროს გათვალისწინებული იქნება“.
მანამდე, ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო Axios-მა, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაციაში ირანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების, ომანში გამართვაზე თანხმობა განაცხადეს.
კონსულტაციები, სავარაუდოდ, 6 თებერვალს გაიმართება.