ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ძირითად სასურსათო პროდუქციაზე, სადაც რეალურად სივრცეს ვხედავთ, ფასებმა დაიწიოს
“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ძირითად სასურსათო პროდუქციაზე, სადაც რეალურად სივრცეს ვხედავთ, ფასებმა დაიწიოს,”- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ფაქტობრივად სინქრონში იქნება პარლამენტის და მთავრობის მუშაობა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ძირითად სასურსათო პროდუქციაზე, სადაც რეალურად სივრცეს ვხედავთ, ფასებმა დაიწიოს. მუშაობას მოვრჩებით აპრილის ბოლოს და ძალიან დიდი ალბათობით, ამ პერიოდში კონკრეტული მიმართულებებით ფასები იქნება დაწეული, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ პროცესის განმავლობაშიც დაიწყოს ფასების კლება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასის შემცირების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე იმსჯელებენ.