მექსიკის პრეზიდენტი: ქვეყანამ კუბასთან დაკავშირებით აშშ-თან შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია
კუბაში ნავთობის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით, მექსიკამ შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმების მისაღწევად ყველა დიპლომატიური არხი გამოიყენება.
„ნავთობის შემთხვევაში, რომელიც კუნძულს ნამდვილად სჭირდება, ჩვენ ვაანალიზებთ პოტენციურ შედეგებს და ვიყენებთ ყველა დიპლომატიურ არხს. ამჟამად, ამ საკითხზე შეთანხმება [აშშ-თან] არ არსებობს“, – განაცხადა შეინბაუმმა პრესკონფერენციაზე, რომელიც მექსიკის მთავრობამ სოციალური მედიით გადასცა.