დავით ქართველიშვილი: შსს-მ 2025 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ასწია 70%-ზე, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – ეს სტატისტიკა, რა თქმა უნდა, არ შევა დასავლური დადებითი გამოხმაურებების ნუსხაში, მაგრამ ჩვენ მაინც “ვიტრაბახოთ” იმით, რაც სხვებზე კარგად გამოგვდის

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, სადაც ნაჩვენებია, რომ „ 2025 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. კერძოდ, სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 70 % გაიხსნა.“

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამ სტატისტიკაში შედის ხუთი ათასზე მეტი ნარკოდამნაშავის დაპატიმრება, გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობების ცხელ კვალზე გახსნა და მრავალი სხვა დანაშაულის გახსნა.

„ამ თემაზე არაერთხელ ვწერ ჩემს “გაოცებულ” და ამავდროულად “გამაოგნებელ” სტატუსებს – რა უშლიდა ჩემს სათაყვანებელ უწყებას, წინა წლებშიც მსგავსი სტატისტიკით ესახელა თავი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ასწია 70% – ზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამ სტატისტიკაში რა თქმა უნდა შედის ხუთი ათასზე მეტი ნარკოდამნაშავის დაპატიმრება, ცხელ კვალზე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობების გახსნა და უამრავი სხვა დანაშაულის გახსნა. ეს სტატისტიკა რა თქმა უნდა არ შევა საქართველოს შესახებ დასავლური დადებითი გამოხმაურებების ნუსხაში – მაგრამ ჩვენ მაინც “ვიტრაბახოთ” იმით, რაც სხვებზე კარგად გამოგვდის.“ – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები