“კაია კალასმა იმაზე იფიქროს, რატომ არ ეძახიან არსად, როცა ევროპის საკითხები განიხილება მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეებს განაგებს” – შარმანაშვილი

“კაია კალასმა იმაზე იფიქროს, რატომ არ ეძახიან არსად, როცა ევროპის საკითხები განიხილება მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეებს განაგებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო საკუთარ შიდა საქმეებს “როგორმე მოუვლის”.

“სულ ასე არ გვემუქრებიან და ასეთ შანტაჟში არ ვართ? ხან გვეუბნებიან, რომ დაგვასანქცირებენ, ხან ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციებს აკისრებენ. ჩვენ გვითხრეს, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზალიბერალიზაცია არ იმოქმედებს. თან ისიც შეგვაპარეს, თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი არ გვაინტერესებს და უვიზო მიმოსვლა მათაც შეეხებაო. კაია კალასი ისევ შანტაჟზე რომ ილაპარაკებს, ჩვენთვის გასაკვირი არ არის“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად ველოდებით, რომ გადავდგამთ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები