მედია: დანიის, გრენლანდიის და აშშ-ის წარმომადგენლებმა არქტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
დანიის, გრენლანდიისა და აშშ-ის წარმომადგენლები არქტიკის უსაფრთხოებისა და კოპენჰაგენის წითელი ხაზების განსახილველად შეიკრიბნენ, – ამის შესახებ Reuters-ი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
„დანია, გრენლანდია და შეერთებული შტატები ოთხშაბათს არქტიკული უსაფრთხოებისა და დანიის წითელი ხაზების დაცვის საკითხების განსახილველად შეხვდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა გახდეს. დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლებამ ვაშინგტონი კუნძულის მიტაცების თაობაზე გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ისინი მათი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ელიან.