“მაია სანდუ არის გამხმოვანებელი – ის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, აღარც აღიქმება” – ირაკლი ქადაგიშვილი
“მაია სანდუ არის გამხმოვანებელი. ის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, აღარც აღიქმება“, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
„ჩვენ თუ წავიკითხავთ მაია სანდუს განცხადების შინაარს, იქ ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ჩვენ რუსულ ორბიტაზე დავბრუნდით იმიტომ, რადგანაც ომის შიშით მოვახერხეთ ხალხში არჩევნების დროს ხმების მიღება. ანუ, ნახეთ როგორ იკვეთება, როგორი წინააღმდეგები არიან იმ სამშვიდობო პოლიტიკისა და პოზიციისა, რომელიც საქართველოს აქვს. კიდევ ერთხელ ჩანს აქ მისი დამკვეთების გაღიზიანების წყარო საიდან მოდის, რომ საქართველო ვერ ჩაითრიეს რუსეთის წინააღმდეგ ომში. ანუ, ეს გეოპოლიტიკური ომის რუკა, რომელიც გულისხმობდა, რომ რუსეთს უნდა ჰქონოდა რამდენიმე მხრიდან ცხელი წერტილი, რაც მის მდგომარეობას, ბუნებრივია კიდევ უფრო დაამძიმებდა. საქართველომ ამ როლის შესრულებაზე უარი განაცხადა. აი, ეს უპატიებელია იმ ბიუროკრატიისთვის, იმ პოლიტიკური მეინსტრიმის ხალხისთვის, ვინც ჯერჯერობით ევროპაში საქმეებს წარმართავს. მაია სანდუ ამ შემთხვევაში არის გამხმოვანებელი. ის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, აღარც აღიქმება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.