კრემლმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის თარიღი დაასახელა
უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 1 თებერვალს გაგრძელდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„მოლაპარაკებები 1 თებერვალს არის დაგეგმილი. სხვა საკითხები უცნობი დარჩება, შეთანხმების დეტალების საჯარო განხილვა მხოლოდ მოლაპარაკებებს აზიანებს, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 1 თებერვალს გაიმართებოდა.
სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ-დაბიში 23 და 24 იანვარს გაიმართა.