უშაკოვი: თუ ზელენსკი პუტინს მოსკოვში შეხვდება, რუსეთი მის უსაფრთხოებას დაიცავს
რუსეთი ვოლოდიმირ ზელენსკის უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გარანტიას აძლევს, თუ ის მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავა,- ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
უშაკოვმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის უზრუნველყოს ზელენსკისთვის ყველა საჭირო პირობა და უსაფრთხოება ვიზიტის განმავლობაში.
“ჩვენ პასუხს ვაგებთ მის უსაფრთხოებასა და აუცილებელ სამუშაო პირობებზე“, – აღნიშნა უშაკოვმა.
რუსული მხარე მოუწოდებს ზელენსკის, მზადყოფნა გამოხატოს პირადი მოლაპარაკებებისთვის, რაც, მათი თქმით, კონფლიქტის დარეგულირებას ხელს შეუწყობს.