“როგორი სერიოზული მოსმენა და ბრიფინგიც უნდა გამართულიყო ჰელსინკის კომისიაში, ისეთივე სერიოზული მიზეზი ჰქონდა ამ მოსმენის გადადებას” – წილოსანი

“როგორი სერიოზული მოსმენა და ბრიფინგიც უნდა გამართულიყო ჰელსინკის კომისიაში, ისეთივე სერიოზული მიზეზი ჰქონდა ამ მოსმენის გადადებას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჰელსინკის კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ჰელსინკის კომისია, რომელსაც აპროვოცირებს და წარმართავს ჯო უილსონი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს იმაში, რომ ჩინეთთან აქვს კომუნიკაცია მაშინ, როდესაც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ჩინეთთან, ასევე რუსეთთან. მეორე მხარეს ამ კომისიაზე უნდა მოესმინათ ლორა თორნტონისთვის, რომელიც ქართულ ოპოზიციას აგულიანებდა და ასწავლიდა როგორ ჰქონოდათ აქციებზე მსხვერპლი იმისთვის, რომ რადიკალური ცვლილებები მიეღწიათ“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, უამინდობის მიზეზით, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები