პაპუაშვილი: ერთი კვირაა, რაც ეს ინიციატივა გაჟღერდა და კარგია, რომ საზოგადოებამ დაინახა რადიკალების რეაქცია და ამით კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა – ვინ, რა ჯგუფია რომლებიც კრძალავენ დისკუსიას, უნდათ ყვირილი და არა საუბარი

“ერთი კვირაა, რაც ეს ინიციატივა გაჟღერდა და კარგია, რომ საზოგადოებამ დაინახა რადიკალების რეაქცია და ამით კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა – ვინ, რა ჯგუფები არიან ისინი, რომლებიც კრძალავენ დისკუსიას და უნდათ ყვირილი და არა საუბარი,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დამოკიდებულება, რომ არავინ არ ჩაერთოს დისკუსიაში.

„ნიშანდობლივია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დამოკიდებულება, რომ არავინ არ ჩაერთოს დისკუსიაში. სალომე ზურაბიშვილი, თუ კი გავითვალისწინებთ მის სხვადასხვა შეხვედრებს, კონტაქტებს და კომუნიკაციებს, მისი სახით გვესაუბრებიან ჩვენ ზოგიერთი უცხოური ჯგუფები. ასე, რომ პირდაპირ მისი სახით სიგნალი მისცეს მათ მიერ დაფინანსებულ ჯგუფებს, რომ არანაირ დისკუსიაში, დიალოგში არ შევიდნენ. რატომ? – იმიტომ, რომ ამ სცენაზე ისინი სუსტები არიან და ვერანაირად ვერ წამოაჩენენ მათ არგუმენტებს.

ნახეთ თქვენ მაშინ, რომ ჩაჩეხეს ყველანაირი შესაძლებლობა გარედან მითითებით. არანაირი საჯარო დისკუსია, ახლა დრო არის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის, რომელიც ასევე, ევროკავშირის დაფინანსებული პროპაგანდის შედეგი იყო, როდესაც მოხდა იდეალიზება ძალადობისა. ასე, რომ ქალბატონი სალომეს პირით, ჩვენ გვესაუბრება სინამდვილეში ის უცხოური ჯგუფები, რომელიც მართავენ რადიკალებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტიის მიზანია იყოს საგნობრივი დისკუსია, განხილვა, სიძულვილის, წივილ-კივილის და შეძახილების გარეშე.

„ჩვენი მიზანი ხომ არ არის, რომ იქ კორიდა გაიმართოს. ჩვენი მიზანია არის, რომ უნდა იყოს საგნობრივი დისკუსია, განხილვა, სიძულვილის, წივილ-კივილის და შეძახილების გარეშე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასეთი ფორმატი უზრუნველყოფდეს მსგავს გარემოს. და მეორე, ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებს, ის მტრობს საქართველოს კონსტიტუციას და რა თქმა უნდა რთული იქნება წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ. მათ შორის ეს ეხება რადიკალების კუთვნილ მედიას, რომელიც დღემდე არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს დემოკრატიას და ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები