“ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია. როგორც ჩანს ვაშინგტონში ალაგ-ალაგ ქარი ქრის და შეიძლება, იმ ალაგზე ცუდი ამინდია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, ის აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგის გადადებას გამოეხმაურა, რომლის მიზეზადაც უამინდობა დასახელდა.
„ვერ გეტყვით, ან სხდომის მოწვევა რა იყო ან მისი გადადება რა იყო. თუმცა, ერთი რამე კი თვალში საცემი იყო, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს. ლორა თორნტონს, რომელიც მას სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს ჩვენების მისაცემად იწვევ, პირველ რიგში საკუთარი თავის დისკრედიტაციას აკეთებს ჰელსინკის კომისია. როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს, ჰელსინკის კომისიის ის წევრები, რომლებიც „რესპუბლიკური პარტიას“ მიეკუთვნებიან იწვევენ მოწმედ ეს უკვე მეტყველებს, რომ ვერ ერკვევიან საკითხებში ვისთან აქვთ საქმე და თუ ასეთ ხალხს ეყრდნობიან თავისი აზრის ჩამოსაყალიბებლად, კარგად ყოფილა მათი საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.