“მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში” – აშშ-ის საელჩო

“მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო იტყობინება.

როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს.

“ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები