“მოხარულები ვართ, რა მიზეზითაც უნდა იყოს გადადებული ჰელსინკის კომისიის შეხვედრა – იმედია, ასეთი მოსმენები საერთოდ არც შედგება” – მახაშვილი
“მოხარულები ვართ, რა მიზეზითაც უნდა იყოს გადადებული ჰელსინკის კომისიის შეხვედრა – იმედია, ასეთი მოსმენები საერთოდ არც შედგება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ვერ გეტყვით, რა არის ჰელსინკის კომისიის შეხვედრის გადადების რეალური მიზეზი, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს ამით არც არაფერი დააკლდა და არც არაფერი შეემატა. პირიქით, უფრო კარგია, რომ გადაიდო, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს. ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას ასეთი მოსმენები ხელს არ უწყობს. წინა გამოსვლებიც მოგვისმენია და ვნახეთ, რეალურად რაზე იყო საუბარი – ტყუილებისა და დეზინფორმაციების გავრცელება, დაბრალება, ქვეყნისთვის ათასი იარლიყის მიწებება. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობების გადატვირთვას ხელს ვერ შეუწყობს. მოხარულები ვართ, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს მოსმენა გადადებული. იმედია, ასეთი მოსმენები საერთოდ არც შედგება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიაში განაცხადეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით 28 იანვარს დაგეგმილი ბრიფინგი უამინდობის გამო გადაიდო.