თენგიზ შარმანაშვილი – რადიკალებმა პირობების დასახელება დაიწყეს და თქვეს, რომ დებატები არ უნდათ – ასეთ დესტრუქციულ გზას თუ აგრძელებენ და სხვა ალტერნატიული მოსაზრებები არ აქვთ, მათთან დიალოგი საჭირო არ არის

“რადიკალებმა პირობების დასახელება დაიწყეს და თქვეს, რომ დებატები არ უნდათ. ასეთ დესტრუქციულ გზას თუ აგრძელებენ და სხვა ალტერნატიული მოსაზრებები არ აქვთ, მათთან დიალოგი საჭირო არ არის,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. აქამდე სტრასბურგის სასამართლოში ვინც შეიტანა სარჩელი, ყველგან საქართველოს მართლმსაჯულება გამართლდა და ითქვა, რომ გადაწყვეტილებები სწორი იყო. ვიღაც რომ პატიმარს საფუძვლების გარეშე პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, არ ნიშნავს, რომ პოლიტპატიმრები არიან. ის მაინც ეთქვათ, ისინი პოლიტპატიმრები არიან და თქვენთან დებატებზე ამაზე მოვდივართო, მაგრამ დებატებს სრულიად გამორიცხავენ. თავის ნებას არ ახორციელებენ, როგორც ეტყვიან, ისე აკეთებენ. როგორც ჩანს, უთხრეს, რომ ამ ეტაპზე, ხელისუფლებასთან არავითარი კონტაქტი არ უნდა იყოს. ჩვენ ამას მივეჩვიეთ, რადგან უარესიც გააკეთეს – პარლამენტში 61 მანდატი ჰქონდათ და არ გამოიყენეს. ტელევიზიაში რომ დებატებზე არ მოვიდნენ, რა გასაკვირია?“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები