წილოსანი – სანდუზე: ადამიანი, რომელიც მზად არის, თავის ქვეყანა გააუქმოს და შეიყვანოს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში, ალბათ, ვერასდროს იქნება ქართველებისთვის მისაბაძი

“ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობდა, ცეცხლზე ნავთი დაესხა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუზე საუბრისას აცხადებს.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, სანდუმ 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართული ადამიანები გაამხნევა.

‘მაია სანდუს კეთილსინდისიერებაში, საქართველოსთან დაკავშირებულ განცხადებებში, ნამდვილად ეჭვი გვეპარება, თუმცა, ეჭვი აღარ გვეპარება საკუთარ ქვეყანასთან მის დამოკიდებულებაში. ადამიანი, რომელიც მზად არის, თავის ქვეყანა გააუქმოს და შეიყვანოს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში, ალბათ, ვერასდროს იქნება ქართველებისთვის მისაბაძი, ან მისი მოსაზრება ვერ იქნება გასათვალისწინებელი”, – ამბობს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები