ლევან მაჭავარიანი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აპრილის ბოლოსთვის უკვე ფასები იყოს დაწეული

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აპრილის ბოლოსთვის უკვე ფასები იყოს დაწეული, თუმცა გვაქვს იმის მოლოდინიც, რომ უშუალოდ პროცესის განმავლობაშიც კონკრეტული მიმართულებით, ფასები დაწევას დაიწყებს,” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„პარლამენტი შემდეგი კვირიდან დავიწყებთ მონაწილეობას ამ სამუშაოში. იქაც გამჭვირვალე იქნება ყველა ტიპის შეხვედრა. იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმი. შევხედავთ კონკრეტულ სივრცეს, სადაც შესაძლებელია ფასების დაწევა და აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აპრილის ბოლოსთვის უკვე ფასები იყოს დაწეული, თუმცა გვაქვს იმის მოლოდინიც, რომ უშუალოდ პროცესის განმავლობაშიც კონკრეტული მიმართულებით, ფასები დაწევას დაიწყებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები