გიორგი სოსიაშვილი: ფასების დარეგულირება არის ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა – ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ეკონომიკა იზრდება და ეს უნდა აისახოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახის კეთილდღეობაზე

“ფასების დარეგულირება არის ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა – ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ეკონომიკა იზრდება და ეს უნდა აისახოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახის კეთილდღეობაზე,”- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რასაც პრემიერი დაჰპირდა თავის გუნდთან ერთად საზოგადოებას, ეს საკითხები დარეგულირდება.

„ფასების დარეგულირება არის ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა. ჩვენი ეკონომიკა მზარდია. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ეკონომიკა იზრდება და ეს უნდა აისახოს თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახის კეთილდღეობაზე, მათ სამომხმარებლო კალათაზე. ბუნებრივია, რასაც პრემიერი დაჰპირდა თავის გუნდთან ერთად [საზოგადოებას], ეს საკითხები დარეგულირდება“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები