ლევან მახაშვილი – მაია სანდუ არის მოლდოვის პრეზიდენტი, მიხედოს თავის ქვეყანას და გადაარჩინოს გაუქმებას

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

“მაია სანდუ არის მოლდოვის პრეზიდენტი, მიხედოს თავის ქვეყანას და გადაარჩინოს გაუქმებას. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ რა განცხადებებს აკეთებდა ისიც და მისი კოლეგებიც საქართველოსთან დაკავშირებით გასული წლების განმავლობაში, დავინახავთ იმ ტენდენციას რაც არის, რომ მათი მთავარი მიზანია ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება. დღეს გადაწყვიტეს როგორც ჩანს, რომ ის [სანდუ] უნდა იყოს ხმა, რუპორი ამ დაზიანების, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვის ეს უკვე მხოლოდ ღიმილის მომგვრელია“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები