გურამ მაჭარაშვილი – მაია სანდუზე: რუსეთის ორბიტაზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის სახელმწიფო არის “დსთ”-ის წევრი და ამავდროულად, თავის ქვეყანას სხვა სახელმწიფოს უერთებს

“რუსეთის ორბიტაზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის სახელმწიფო არის “დსთ”-ის წევრი და ამავდროულად, თავის ქვეყანას სხვა სახელმწიფოს უერთებს,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„სანდუს განცხადებები, რა თქმა უნდა, პირდაპირ იქნება მიმართული „დიფ სთეითის“ განცხადების შინაარსის შესაბამისად და არ გვიკვირს. რუსეთის ორბიტაზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის სახელმწიფო არის “დსთ”-ის წევრი და ამავდროულად, თავის ქვეყანას სხვა სახელმწიფოს უერთებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები