უამინდობით გამოწვეული შეფერხებების გამო, ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი გადადო
უამინდობით გამოწვეული შეფერხებების გამო, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას კომისია სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
„ეს ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი იყო ჩანიშნული, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა გამართულიყო.